ტენდერები "ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენებისთვის - NGO-ები გამოძიების დაწყებას ითხოვენ  

გამოქვეყნდა:

კორუფცია კორონავირუსის დროს საქართველოში - გამომძიებლების ავტორიტეტული ჯგუფი, Bellingcat- ის კვლევას, რომელიც პანდემიის დროს განხორციელებულ საეჭვო სახელმწიფო შესყიდვებზე წერს, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ინფორმაციასაც ეყრდნობა.

უფრო კონკრეტულად კი IDFI-სა და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიწოდებულ მონაცემებს.

ავტორიტეტული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ რომ საეჭვო სქემებით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ. მათ განსაკუთრებით ბევრი შეკითხვა აქვთ "ქართუსა" და საპარტნიორო ფონდთან

კონტრაქტები მიიღეს რამდენიმე დღეში, რაც ქართულ ოცნებას ფული შეწირეს. ეს იყო სასტუმრო "ყვარლის ედემი" და "ქართული სპირტის" კომპანია, როდესაც თავდაცვის სამინისტრომ შეისყიდა სპირტი. ამ ორ შემთხვევაზე მაინც უნდა გაამახვილოს საგამოძიებო უწყებებმა ყურადღება." ამბობენ გამჭვირვალობაში

ჩვენი კვლევის შედეგად რაც გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დარღვევები არის ის, რომ იყვნენ ისეთი კომპანიები, რომელთა დამფუძნებლები იყვნენ მმართველი პარტიის შემომწირველები, ან თვითონ კომპანიის სახელით ჰქონდათ შეწირული მმართველი პარტიისთვის" - ამბობენ IDFI-ში.

მოთხოვნის მიუხედავად, მესამე სექტორის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ საგამოძიებო უწყებები საეჭვო ტენდერებით და შესყიდვებით არ დაინტერესდებიან, რადგან საქმე მმართველ გუნდსა და მასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ეხება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი