"დედაქალაქს პუტინისტი და რუსეთუმე მერი ჰყავს" | ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

"დედაქალაქს, პუტინისტი და რუსეთუმე მერი ჰყავს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე განაცხადა, რომ თუ არ მოგვცემენ, პრობლემას ვერ ხედავს ...  საქართველოში დაბადებული კაცი, იმ საქართველოში, რომლის 20 % ოკუპირებული აქვს რუსეთს, უკრაინაში "ფეხადგმული", რომელსაც სასტიკად უსწორდება მკვლელი პუტინი და მაინც რუსეთუმე, მაინც პუტინისტი ... ასე იცის კორუფციამ და მომხვეჭელობამ ... 
 მკვლელი შადრევანით, ყველაფერში "ფულაობით" , ზონდერების ხელმძღვანელობით ცნობილი მერი ...
უნდა დავასრულოთ შურისმაძიებელი, პუტინისტები და ხელიხელ ჩაკიდებულებმა, გავუფრთხილდეთ და ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა" 

- ასე ეხმაურება ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, კალაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ სტატუსს თუ მოგვცემენ, გაგვიხარდება, თუ არ მოგვცემენ, არც ეს არ არის პრობლემა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი