ჩინეთის დელეგაციამ მხარი დაუჭირა გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელშიც რუსეთი "აგრესორად" არის მოხსენიებული

გამოქვეყნდა:

გაეროში ისლანდიის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ ჩინეთის დელეგაციამ მხარი დაუჭირა გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელშიც რუსეთი "აგრესორად" არის მოხსენიებული.

ამასთან, რეზოლუციას მხარი დაუჭირეს ყაზახეთმა და სხვა ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკამ, გარდა ტაჯიკეთისა და უზბეკეთისა. ასევე, დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს ქვეყნებმა, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება "მეგობრულად" მიიჩნევს.

რეზოლიციას მხარი 122-მა ქვეყანამ დაუჭირა. რუსეთის გარდა წინააღმდეგ წავიდა ბელორუსი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ნიკარაგუა და სირია.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი რუსეთის მიერ წარმოებული ომის დაგმობაზე უარს აცხადებს.

ცნობისთვის, ჩინეთმა 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა, რომელსაც უკრაინამ და დასავლეთმა ნდობა არ გამოუცხადეს, რადგან დოკუმენტში არაფერია ნათქვამი რუსეთის მიერ ჯარის დატოვებაზე, როგორც ომის დასრულების გზაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი