
საბერძნეთში, ეპირის ოლქში 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით, 18:06 საათზე მოხდა და მისი სიღრმე 6,39კმ იყო.
ცნობილია, რომ ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.