"2020-2022 წლებში პარლამენტში 87 მდუმარე დეპუტატი იჯდა, რომელთა მივლინების ხარჯებმა ჯამში ₾70 ათასზე მეტი შეადგინა" | "ფლანგვა"

გამოქვეყნდა:

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, 2020-2022 წლებში პარლამენტში 87 მდუმარე დეპუტატი იჯდა, რომელთა მივლინების ხარჯებმა ჯამში ₾70 ათასზე მეტი შეადგინა.

გარდა ამისა ორგანიზაცია წერს, რომ ისეთი დეპუტატების ხელფასებმა, რომელთაც პარლამენტში ერთხელაც არ ჩაურთავთ მიკროფონი 2020 წელს 1,531,465 ლარია; 2021 წელს - 728,000, ხოლო 2022 წლის არასრული მონაცემით - 266,436 ლარი შეადგინა. 

ისეთი დეპუტატების ხელფასებმა, რომელთაც პარლამენტში ერთხელაც არ ჩაურთავთ მიკროფონი 2020 წელს 1,531,465 ლარი შეადგინა; 2021 წელს - 728,000 ლარი, ხოლო 2022 წლის არასრული მონაცემით - 266,436 ლარი

დეპუტატებმა, რომლებიც თან დუმდნენ და თან მივლინებებში დადიოდნენ, 2020 წელს 285,776 ლარი აიღეს ხელფასად, ხოლო 2021 წელს 141,828 ლარი.

NDI-ის 2023 წლის მარტის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 81% პარლამენტის საქმიანობას ცუდად (31%) ან საშუალოდ (50%) აფასებს. ხოლო 2022 წლის აგვისტოში ეს რიცხვი 85%-ს უდრიდა" - წერს უწყება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი