"ოპოზიციამ რეგლამენტის კითხვა ვერ ისწავლა" | მდინარაძე საგამოძიებო კომისიაზე

გამოქვეყნდა:

"ოპოზიციამ რეგლამენტის კითხვა ვერ ისწავლა" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან, საგამოძიებო კომისიის შესახებ კომენტირებისას საუბრობს.

ოპოზიციამ რეგლამენტის კითხვა ვერ ისწავლა. წინა შემთხვვეაში, გითხარით თქვენ, ჟურნალისტებს და პატივცემულ საზოგადოებას რომ აი ეხლაც მივცემ მინიშნებას და ან ეზარებათ რეგლამენტის კითხვა, ან ვერ იგებენ მეთქი და ვილაპარაკე. დავდექი და კამერების წინ პირდაპირ ეთერში ვილაპარაკე, წაიკითხონ, რა შეიძლება გავაკეთოთ. და რა თქმა უნდა, რეგლამენტის სრული დაცვით არ შევიტანეთ, ამოვიღეთ კი არა, არ შევიტანეთ... წინა სასესიო კვირის დღის წესრიგი იყო წინა სასესიო დღის წესრიგი და არა მომდევნოსი. ყველა მომდევნო სასესიო კვირაში იქმნება საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ ახალი დღის წესრიგი და ეს საკითხიც არ იყო შეტანილი დღის წესრიგში და იმდენი ცოდნა უნდა ჰქონდეთ პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომ დააყენოს ელემენტარულად საკითხი, რომ შევიტანოთ, - ამბობს მდინარაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი