
"ნამდვილად შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ ლევან ხაბეიშვილი თავის პარტიაშიც უკვე მოაზრებულია დროებით ლიდერად" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიგინგზე განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ხაბეიშვილის შემცვლელად პეტრე ცისკარიშვილი განიხილება.
"ნამდვილად შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ ლევან ხაბეიშვილი თავის პარტიაშიც უკვე მოაზრებულია დროებით ლიდერად და ძალიან ბევრი ინფორმაცია გამოდის, რომ, მაგალითად, ერთ-ერთ თავმჯდომარედ, უკვე მიხვდნენ რა დღეშიც არიან, განიხილება პეტრე ცისკარიშვილი. თითქოს ეს ადამიანი გააუმჯობესებს იქ სიტუაციას. ყოველ შემთხვევაში ეს არის ინფორმაცია, რომელიც ბოლომდე გადამოწმებული შეიძლება არ იყოს, ეს არის ბევრი წყაროდან მოსული ჩვენამდე. ყოველ შემთხვევაში, ვინც არ უნდა იყოს, ხაბეიშვილი, მელია, მანამდე ვინც იყო, ნაცმოძრაობას აქვს ერთი გენეტიკური კოდი, ეს არის წარსული ბოროტება, ძალადობა, ძალმომრეობა, ფეიკი და ფეიკზე დაყრდნობით საუბრობენ ხშირად", - ამბობს მდინარაძე.