"მე არ ვიცი, მეტი როგორ უნდა დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი" | მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"მე არ ვიცი, მეტი როგორ უნდა დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ "ოცნების" ოფისში, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა.

"მე არ ვიცი, მეტი როგორ უნდა დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ყველამ იცის უკვე, რომ თუკი რაიმე მკაცრი სანქცია შეიძლება იყოს გამოყენებული, ეს უკვე გამოყენებულია ამ ადამიანის წინააღმდეგ. $2 მილიარდი აქვთ გაჩერებული ბანკში და ეს არის დე-ფაქტო, არაფორმალური სანქცია, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, გამოყენებულია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ამაზე მკაცრი სანქცია მემგონი თქვენც არც გაგიგიათ.

მიმდინარე პერიოდში სანქციები დაადეს სხვადასხვა ადამიანებს. გახსოვთ ალბათ, ხო?! ყველა მათგანის შემთხვევაში იყო რაღაც განმარტება... ყოველთვის თითოეული ადამიანის სანქცირებას რაღაც განმარტება მოჰყვებოდა ხოლმე.

ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებულია ისე, რომ არანაირი დეფაქტო არაფორმალური სანქციით, არანაირი განმარტება მის დასანქცირებას არ მოჰყოლია, ამიტომ უფრო მეტ სანქციას ვერაფერს დაადებენ, რაც უკვე პრაქტიკაში გააკეთეს და არა სამომავლო პერსპექტივაში" - თქვა მდინარაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი