"ამ მედიკამენტს არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება, თუმცა ეს ფაქტორი შესაძლებელია ექსპერტული დახმარებით დავძლიოთ და მედიკამენტს უფრო ადრე მივცეთ ქვეყანაში დანერგვის შესაძლებლობა, ვიდრე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ რეკომენდაციას გასცემს. ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 7 ქვეყანაა, რომელიც მედიკამენტს ამ ეტაპზე იყენებს. დანარჩენი 20 ქვეყანა ჩვენს პოზიციაზეა. ამერიკის წამლის სააგენტოს ავტორიზაცია არის დაჩქარებული წესით ავტორიზაცია, რომელიც ნიშნავს იმას, რომ მედიკამენტს სრული კვლევებისთვის განკუთვნილი სრული ციკლი არ გაუვლია, ამიტომ გამოყენების პროცეს სჭირდება დაკვირვება, გვერდითი მოვლენების მონიტორინგი, გრძელვადიანი შედეგების შეფასება და ა.შ."

- თქვა "ვოსორიდიტის" მედიკამენტზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ "პალიტრანიუსის" ეთერში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი