თურქეთში, სტუდენტებით სავსე ავტობუსი ამობრუნდა | დაიღუპა 3 ადამიანი, 44 დაშავდა

გამოქვეყნდა:

თურქეთის ქალაქ ბურსაში, სტუდენტებით სავსე ავტობუსი ამოტრიალდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, 44 კი დაშავდა.

ბურსას გუბერნატორმა იაკუპ ჯანბოლათმა განაცხადა, რომ ავტობუსი ბარიერს შეეჯახა. მისივე თქმით, ავარიის დროს ავტობუსში 47 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის 3 მათგანი მასწავლებელი იყო, ხოლო 2 მძღოლი.

სასწრაფო დახმარების მანქანამ დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი