უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ დღეს მოგერიებულია რუსეთის 41 შეტევა

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, პირველ მაისს მოიგერიეს მტრის 41 შეტევა 4 მიმართულებით. შეჯამებაში ნათქვამია, რომ რუსეთი აგრძელებს "ტერორისტული ტაქტიკის" გამოყენებას. 

უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერმა 19 სარაკეტო დარტყმა განახორციელა, უკრაინამ წარმატებით გაანადგურა 15 რაკეტა, ასევე, 17 საჰაერო დარტყმა და 25 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

გენშტაბი ამბობს, რომ ოკუპანტები აგრძელებენ თავიანთი ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიევკისა და მარინკას მიმართულებებზე - "ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან".

"სამწუხაროდ, მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაჭრილები, მათ შორის არიან ბავშვები. დანგრეულია და დაზიანებულია საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსები, კერძო საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

მტრის მიერ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმების ალბათობა კვლავ მაღალია", - წერს გენშტაბი.

უწყების ცნობით, ლიმანის მიმართულებით მტერი ცდილობდა ტაქტიკური სიტუაციის გაუმჯობესებას, ჩაატარა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ნოვოსელოვსკისა და ბელოგოროვსკის რაიონებში. 

უკრაინა ამბობს, რომ რუსეთი აგრძელებს ბახმუტის მიმართულებით შეტევით მოქმედებებს, ქალაქში ბრძოლები გრძელდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი