
აშშ-ის ილინოისის შტატში, მტვრის ქარიშხლის გამო გზატკეცილზე ერთმანეთს 70-ზე მეტი მანქანა დაეჯახა, შემთხვევის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა.
ილინოისის შტატის პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 37 ადამიანი დაშავდა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს, მათგან რამდენიმეს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აღენიშნება. როგორც პოლიციამ აღნიშნა, დაშავებულთა ასაკი 2-დან 80 წლამდე იყო.
რაც შეეხება დაღუპულებს, მათგან ერთი 88 წლის კაცი იყო, დანარჩენი 5-ს იდენტიფიცირებაზე პოლიცია ამ დრომდე მუშაობს.