ამ წუთებში თბილისის მერიასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქცია იმართება - პარტიის წევრები, დედაქალაქის მერის, კახი კალაძის ანტიდასავლურ განცხადებებს აპროტესტებენ.
პარტიაში ამბობენ, რომ კალაძის განცხადებები ქვეყნის ღალატის ტოლფასია.
"კახი კალაძის გაკეთებული თითოეული განცხადება არის იმ ღალატის სერიების გაგრძელება, რასაც მისი გუნდი, რუსული ოცნება აწარმოებს. გვინდა შევახსენოთ კახის, რომ დაუფიქრდეს მის გაკეთებულ განცხადებებს, რადგან რუსული გზა, რომელსაც ის ადგას, აუცილებლად დადგება ისტორიულ სამსჯავროზე ქართველი ხალხის მხრიდან. ჩვენ მისგან მოვითხოვთ მკაფიო პასუხს მის გაკეთებულ პრორუსულ განცხადებებზე", - თქვა იგორ ნარმანიამ.
ცნობისთვის, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე კალაძემ ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, კანდიდატის სტატუსს თუ მოგცემენ "გაგვიხარდება, თუ არა მოგვცემენ, არც ეს არ არის პრობლემა".