დარწმუნებული ვართ, რომ სანქციებთან შეერთებით რუსეთს დავაზიანებთ? ჰარაკირი იქნებოდა - კალაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას იმიტომ არ შეუერთდა, რომ ამ ნაბიჯით ის ქვეყანას დააზიანებდა და არა რუსეთს.

"ჩვენ აბსოლუტურად ღიად განვაცხადეთ, რომ არ ვუერთდებით სანქციებს. და რატომ იყო გადაწყვეტილება მიღებული, რადგან არ გვინდოდა დაგვეზიანებინა ქვეყანა, საკუთარი მოსახლეობა. როგორ შეიძლება ჩვენ შევუერთდეთ სანქციებს და დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ამით რუსეთს დავაზიანებთ? პირიქით, საკუთარ თავს დავიზიანებთ, ეს იქნებოდა ჰარაკირი საკუთარი თავის. იგივეა მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ ხომ  გამოვიარეთ ყველაფერი", - თქვა კახა კალაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი