
"რა სურვილიც აქვთ მათ, თუ რისთვისაც დგამენ ამ ნაბიჯებს და რატომ აკეთებენ, შედეგს ვერ მიიღებენ, იმიტომ, რომ არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად ვერ დააშანტაჟებენ თანხებით, ფინანსური სანქციებით, რომ რაღაც არასწორი ნაბიჯი გადადგას, ქვეყნისა და ხალხის საწინააღმდეგოდ. ბიძინა ივანიშვილის ფენომენს არ იცნობენ და ეს არის სამწუხარო რეალობა,"
აცხადებს თბილისის მერი კალაძე ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად