"თქვენ თავს მოსთხოვეთ პასუხი" - სასამართლოზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭს დღეს არ უყრიან

გამოქვეყნდა:

პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგში არ შევიდა საკითხი სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის თქმით, აღნიშნული საკითხი, პარლამენტის თავმჯდომარემ ყველანაირი საფუძვლის გარეშე გააქრო კონჭსაყრელი თემების სიიდან.

სამნიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს უთხრა, რომ უნდა დაფიქრდნენ, რადგან როცა სანქციებზეა ლაპარაკი "კლანის ნაწილია ის თითოეული მაღალჩინოსანი, ვინც გადაეფარება ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას" 

პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ გუშინ ოპოზიციიდან არავის ბიუროზე საკითხი არ დაუყენებია, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა შეტანილი ყოფილიყო დღის წესრიგში. მისივე განცხადებით, ოპოზიციას პლენარულ სხდომაზეც შეეძლო აღნიშნულის გაკეთება, თუმცა დღის წესრიგის დამტკიცებამდე ეს არცერთმა დეპუტატმა არ გააკეთა.

"სპეციალურად სამწამიანი პაუზა გავაკეთე, სანამ დავამტკიცებდით პლენარული სხდომის დღის წესრიგს და გადმოგხედეთ, ვინმე აპირებდა თუ არა რაიმეს თქმას დამატებასთან დაკავშირებით და არავისგან არ მქონდა ნიშანი, რომ ვინმეს სურდა რაიმეს თქმა. [...]

არც გუშინ დააყენეთ და არც დღეს დაგიყენებიათ ეს საკითხი, რომ შეგეტანათ დღის წესრიგში, ამიტომ, თქვენ თავს მოსთხოვეთ პასუხი. კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ საზოგადოებისთვისაც, არც გუშინ ბიუროს სხდომაზე, არც პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან ან ინიციატორის მხრიდან არ ყოფილა დაყენებული საკითხი, რომ ეს საკითხი შეტანილი ყოფილიყო პლენარული სხდომის დღის წესრიგში, ამიტომ აქ პრეტენზიებიც უკვე მე მგონი ნაკლებად მისაღებია", - თქვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე 3-ჯერ ჩააგდო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი