სირიის სამთავრობო მედიის ცნობით, ისრაელმა ალეპოს აეროპორტზე იერიში მიიტანა

გამოქვეყნდა:

სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ისრაელმა სირიაში ალეპოს აეროპორტზე იერიში მიიტანა. მედია წერს, რომ შემთხვევის შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა, 7 ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის 5 ჯარისკაცი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე.

სირიის სამთავრობო მედია SANA ასევე წერს, რომ  ისრაელის საჰაერო ძალების სამიზნე აეროპორტის გარდა ალეპოს მახლობლად მდებარე სხვა ობიექტებიც იყო. მედიის ცნობითვე, იერიშის მიერ გამოწვეული მძიმე დაზიანებების გამო აეროპორტის მუშაობა შეაჩერეს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრებიც, რომელშიც ჩანს აფეთქება.

SANA წერს, რომ სირიის საჰაერო თავდაცვამ "ისრაელის თავდასხმას უპასუხა და რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი