მედიის ინფორმაციით, ჯეიმს აპატურაი საქართველოში ჩამოდის

გამოქვეყნდა:

NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯეიმს აპატურაი საქართველოში ჩამოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსულენოვანი გამოცემა SOVA ავრცელებს. ვიზიტის თარიღი უცნობია.

გამოცემის ცნობით, აპატურაის ვიზიტისას ძირითადი აქცენტი გაკეთდება NATO-ს პროგრამაზე, "მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის". ეს პროგრამა სპეციალური მექანიზმია NATO-სა და მისი პარტნიორი ქვეყნების დიალოგისთვის. 

მათივე ინფორმაციით, აპატურაი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

ალიანსის პროგრამის მიზანს წარმოადგენს NATO-ს მიზნების შესაბამისად,  სამოქალაქო მეცნიერებისა და ინოვაციური კუთხით თანამშრომლობა. 

როგორც SOVA აღნიშნავს, აპატურაის ვიზიტს წინ უძღოდა NATO-ს მხრიდან გამოხატული არაერთი შეშფოთება. 5 აპრილს NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, ხავიერ კოლონამ თქვა, რომ ალიანსში არსებობს წუხილები საქართველოში რეფორმების გატარების დონესთან დაკავშირებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი