
უკრაინის უშიშროების სამსახურმა [SBU] გაქცეული პრეზიდენტის, იანუკოვიჩის მთავრობის უშიშროების ყოფილი უფროსი, ვიაჩესლავ ზანევსკი დაუსწრებლად ცნო ეჭვმიტანილად რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების დახმარებაში.
ზანევსკი ამჟამად რუსეთში იმყოფება
გამოძიების ცნობით, გასულ წელს, ზანევსკის ვაჟმა, რომელიც რუსეთის საოკუპაციო დაჯგუფებაში იყო სამხრეთ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ნაწილში, კერძოდ ხერსონსა და მიკოლაივის რეგიონებში, მამას სთხოვა დახმარება ადგილობრივი უკრაინელი მოსახლეობის იდენტიფიცირებაში. ზანევსკი შვილს დაეხმარა და საოკუპაციო რეჟიმის "ძალოვან უწყებებს" ადგილობრივი მოსახლეობის პერსონალური მონაცემები გადასცეს. ოკუპანტებმა ინფორმაცია მოსახლეობის გატაცებისთვის გამოიყენეს.
გარდა ამისა, SBU-ის ცნობით, რუსეთში მცხოვრები ზანევსკი რუს სამხედროებს უკრაინის არმიის წინააღმდეგ სამხედრო ტაქტიკაზეც აძლევდა რჩევებს.
ზანევსკის აგრესორ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა ედება ბრალად, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.