
"მინდა IRI-ის კვლევას შევეხო, ესე იგი, არადა კარგი ორგანიზაციაა, აფინანსებენ ტრენინგებს, მეც ვყოფილვარ რამდენჯერმე, საჯარო მოხელეებს, მაგრამ არ არის თქვენი ძლიერი მხარე ეს კვლევები და შეეშვით რა თქვე დალოცვილებო. NDI-ის ჰქონდა, გახსოვთ თქვენ, ონავარი ნავარო, [იგულისხმება NDI-ის ყოფილი დირექტორი ლუის ნავარო] ჯიგარი რომ იყო, სადღაც 20%-იანი ცდომილება რომ დაწერა, იმის შემდეგ მერე მოხსნეს კიდეც, თქვეს რომ არ არის შენი საქმეო, იმას გადაუჯოკრა, 30%-იანი ცდომილება როგორ უნდა დაწერო, რანაირად უნდა გააკეთო. [...] ბიჭო კაი ჩვენ მოსახლეობა ვიცით ახლა ვის რა და როგორი რეიტინგი აქვს და მესამე ვადით სწორედ ამიტომ ვართ, ოპოზიციას რომ არ აქვს თვითდაჯერებულობა აგერ შუალედურ არჩევნებში ვერცერთში ვერ მიიღეს მონაწილეობა, და პირდაპირ თქვენ ამ უაზრო კვლევას, კვლევას ვერ დაარქმევ, სადღაც დაწერეთ არაკომპეტენტურად, იქაც ხომ შეიძლება ლამაზად გაანაწილო, რომ თქვენიანებმა მაინც დაგიჯერონ, მაგრამ მე სხვა რამეზე ვწუხვარ, ჩემმა ხაბემ რომ დაიჯეროს ეს მართლა და მერე არჩევნების დროს რომ მიიღოს ის 30-40%-იანი სხვაობა, ფრუსტრაცია რომ დაემართოს, ამ კაცს სად მიდიხართ მერე, არ გრცხვენიათ კაცო?! რატომ აკეთებთ ამას?! [...] თან ამერიკელი ხალხის ფული არისო, ქალბატონმა დეგნანმა იცის ეს კვლევები? თუ უმალავენ, ამაზე უნდა გააკეთოს რეაგირება, იმიტომ, რომ სამარცხვინო მდგომარეობაში იგდებს თავს მერამდენედ უკვე ეს ორგანიზაცია".
თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ IRI-ის კვლევაზე: