ბელარუსის ტერიტორიაზე გახშირდა დივერსანტების შემოსვლა - ლუკაშენკო

გამოქვეყნდა:

ბელარუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბელარუსის გარშემო ვითარება კვლავ რთულია, ნატოს სამხედრო პოტენციალი იქმნება საზღვრებთან და პროვოკაციები ხდება საზღვარზე. ამის შესახებ მან უსაფრთხოებისა და  საზღვრის დაცვის საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ლუკაშენკომ მთავრობის უსაფრთხოების ბლოკს დაავალა საზღვარზე მიიღონ "სერიოზული ზომები" იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ ქვეყანაში "სხვადასხვა სახის დივერსანტების შესვლა" - "ბელარუსის ტერიტორიაზე, ბოლო დროს გახშირდა მსგავსი შემთხვევები და ამიტომ, მსურს მოვისმინო ყოვლისმომცველი წინადადებები საპასუხოდ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

როგორც შეხვედრის დროს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ივან ტერტელმა განაცხადა, დაზვერვისა და სხვა ქვედანაყოფებიდან მომდინარე მონაცემებზე დაყრდნობით, ბელარუსის ირგვლივ "ოპერატიული ვითარების მნიშვნელოვანი გამწვავებაა მოსალოდნელი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი