უკრაინას არ აქვს უფლება გერმანიიდან მიღებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის გამოიყენოს - შოლცი

გამოქვეყნდა:

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, უკრაინას არ აქვს უფლება გერმანიიდან მიღებული იარაღი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმისთვის გამოიყენოს.

ამის შესახებ შოლცმა საჯაროდ გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი წესები აქვთ იარაღის სხვა მიმწოდებლებსაც.

ოლაფ შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარება აუცილებელია, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რუსეთსა და NATO-ს შორის ომი არ დაიწყოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი