"არაფრისგან მოტანილი მონაცემები" | პესკოვის თქმით, აშშ-ს რუსეთის დანაკარგებზე სწორი ციფრები არ აქვს

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტის ოფისის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ს არ აქვს სანდო ინფორმაცია რუსეთის დანაკარგების შესახებ უკრაინაში. პესკოვის თქმით, ისინი უნდა ფოკუსირდნენ იმ მონაცემებზე, რასაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.

"აბსოლუტურად არაფრისგან მოტანილი მონაცემები, ვაშინგტონს უბრალოდ არ აქვს შესაძლებლობა, რომ სწორი ციფრები მოგვცეს, მათ არ აქვთ ეს მონაცემები. საჭიროა მხოლოდ იმ ციფრებზე გავაკეთოთ აქცენტი, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს," - ამბობს პესკოვი.

პესკოვი ამ განცხადებით აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის, ჯონ კირბის ბრიფინგს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ბოლო ხუთი თვის განმავლობაში რუსულ მხარეს ბახმუტში 20,000 ჯარისკაცი გარდაიცვალა, ხოლო 80,000 დაიჭრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი