"უნდა დავსხდეთ მე და მიხეილ დაუშვილი და ვიძიოთ საქმე, არასერიოზულია..." - მდინარაძე ქოლ-ცენტრებზე

გამოქვეყნდა:

"კიბერ- დანაშაულები, თაღლითობები, რაც ხდება ქვეყნებში, უამრავი ასობით და ათასობით დანაშაული, ესე იგი ხელისუფლებებმა იციან, ამ სულელურ ლოგიკას მიყვებიან ადამიანები. საქართველოს  პარლამენტი ჰგონიათ საგამოძიებო უწყება. ბრიფინგიც ჩატარდა არაერთი და არაერთი საქმე გაიხსნა, არაერთი ადამიანია დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული და ქოლ -ცენტრები პრაქტიკულად აღმოიფხვრა, თუმცა  როგორც ჩანს, სადღაც-სადღაც  კიდევ რჩება და ამაზე მიდის, გრძელდება მუშაობა. ახლა პარალელურად  ჩვენ უნდა გადმოვიტანოთ, დავიწყოთ გამოძიება, ამ გერმანელ, ქართველ და ევროპელ სამართალდამცავებს უნდა დავანებოთ თავი, თქვენ არ იცით ამის გამოძიება, ჩვენ უნდა გამოვიძიოთო და უნდა დავსხდეთ მე და მიხეილ დაუშვილი და უნდა ვიძიოთ საქმე, არასერიოზულია.. თქვენ იტყუებით, ბევრი ადამიანია დაკავებული და ბევრი ქოლ- ცენტრი გაქრა, ის ქოლ- ცენტრები, საიდანაც თქვენი ტელევიზიები ფინანსდებოდა როგორც ჩანს" 

ამბობს ქოლ- ცენტრებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე. მმართველი პარტია ამ თემაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი