რუსებმა ხერსონის რეგიონი დაბომბეს - დაიღუპა 3 ადამიანი
გამოქვეყნდა:
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით რუსებმა ხერსონის რეგიონში, სოფელ ველტენსკესთან ორი მართვადი საჰაერო რაკეტა ჩამოაგდეს. დაიღუპა სამი და დაიჭრა 5 ადამიანი - "რუსეთის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაიჭრა" - წერს ერმაკი