"თუ ესეც არ არის საკმარისი, მაშინ შევხვდებით საკონსტიტუციოში" - უსუფაშვილმა პაპუაშვილს საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, 50 დეპუტატის ხელმოწერა გადასცა

გამოქვეყნდა:

ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პაპუაშვილს 50 დეპუტატის ხელმოწერა გადასცა. "ლელოს" დეპუტატის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, კენჭისყრის განზრახ ჩაგდება ქართული ოცნების მხრიდან უპრეცედენტო ადმინისტრაციული ძალადობაა:

"პარლამენტის თავმჯდომარევ, წარგიდგენთ პარლამენტის 50 წევრის ხელმოწერას. ანუ ხელმოწერით ვადასტურებთ ჩვენს ნებას და გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ შეიქმნას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო კომისია, რომლისთვისაც საჭიროა პარლამენტის 1/3-ის მხარდაჭერა და სხვა ადამიანები რა აზრზე ბრძანდებით, ეს არ აინტერესებს კონსტიტუციას. ამ ჩვენი ნების გამოვლენით, მოგმართავთ, გააგრძელოთ საგამოძიებო კომისიის ფუნქციონირებისთვის საჭირო პროცედურები და თუ ესეც არ არის საკმარისი, მაშინ შევხვდებით საკონსტიტუციო სასამართლოში და აუცილებლად შევხვდებით უკვე საგამოძიებო კომისიაში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება ამ პარლამენტში თუ არა, შემდეგ პარლამენტი იმისთვის, რომ ყველაფერთან ერთად რაც ხდება მართლმსაჯულებაში, გამოძიებულ და სააშკარაოზე გამოტანილ იქნას, რაც მოხდა ამ დღეებში პარლამენტში. " განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, "ქართლმა ოცნებამ" სამჯერ ჩააგდო კენჭისყრა, რომელზეც ოპოზიციას მოსამართლეების კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი უნდა გაეტანა. ინიციატივა კი ოპოზიციამ მას შემდეგ დააყენა, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველი მოსამართლე სწორედ კორუფციის მიზეზით დაასანქცირა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი