სასამართო კლანის შესაძლო გადაცდომებისა და მოსამართლეთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კვლავ ღიად რჩება. ოპოზიციის მობილიზების მიუხედავად, საკითხი კენჭისყრაზე "ქართულმა ოცნებამ" არ გაიტანა.
შალვა პაპუაშვილმა ოპონენტებს ინიციატივა ჯერ კიდევ გუშინ დაუბლოკა და დღის წესრიგიდან კომისიის შექმნის საკითხი ამოიღო. ოპონენტები პაპუაშვილს კონსტიტუციის უხეშად დარღვევაში ადანაშულებენ და აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება არალეგიტიმურია და კორუმპირებულ მოსამართლეებთან კავშირების დამალვას ემსახურება.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი