Reuters: სუდანში დაპირისპირებული მხარეები 7-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

გამოქვეყნდა:

Reuters-ის ინფორმაციით, სუდანში დაპირისპირებული მხარეები 7-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. 

არსებული ინფორმაციით, შეთანხმება 4-დან 11 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. სამხრეთ სუდანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელმაც მხარეებს კონფლიქტში შუამავლობა შესთავაზა, წერია, რომ მათ ხანგრძლივი ზავის მნიშვნელობასა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში წარმომადგენლების დასახელებაზე ისაუბრეს, რასაც ორივე მხარე დათანხმდა.

ცნობისთვის, სუდანში არმიასა და გასამხედროებულ "სწრაფი რეაგირების ძალებს" შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო. სუდანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სუდანში შეტაკებების შედეგად 512 დაიღუპა და ათასობით დაშავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი