
ბრაიანსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა დაადასტურა, რომ რეგიონში რკინიგზის ლიანდაგზე ისევ ამოუცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.
"სნეჟეცკაიას რკინიგზის სადგურის მიდამოში ამოუცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. მსხვერპლი არ ყოფილა. შემთხვევის შედეგად ელმავალი და სატვირთო მატარებლის რამდენიმე ვაგონი რელსებიდან გადავიდა. ადგილზე ყველა ოპერატიული სამსახური მუშაობს", - წერს ბოგომაზი თავის ტელეგრამის არხზე.
იხილეთ ასევე: