ოპოზიცია ეჭვობს, რომ კომპენსაციებისთვის განკუთვნილი თანხას, რომელიც კოვიდპანდემიით დაზარალებულ მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა, ხელისუფლება საკუთარ მხარდამჭერებზე გადაანაწილებს. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დახმარება ვერ მიიღო, რაც ოპოზიციის შეფასებით, შესაძლოა, მმართველი გუნდის პრემია-დანამატებსა და "ქართული ოცნების" აქტივისტებს მოხმარდეს.
"ევროპული საქართველოს" წევრი ვარაუდობს, რომ გამოყოფილი დახმარება დარჩება ბიუჯეტში და ისევ მთავრობის პრემია-დანამატებს მოხმარდება.
ეს თანხები, რომლებიც "დაიზოგა" იმიტომ, რომ მათი თავმოუბმელობის გამო ვერ მივა ადრესატებამდე. ახლა, სავარაუდოდ, ან ისევ დარჩება ბიუჯეტში და ისევ მოხმარდება მათ პრემიებს, დანამატებს და აშ. ან, შეიძლება, უბრალოდ იმიტომ, რომ დახარჯონ, რომ მერე წამოსაძახებელი არ ჰქონდეთ, თვითონ როგორც უყურებენ, ვიღაცებს უბრალოდ დაურიგონ და მისცენ. ამის ბევრი
მაგალითი გვაქვს ამ პანდემიის პერიოდში, როდესაც ისეთ ადამიანებს აძლევდნენ ძალით, რომლებსაც არ უნდა მიეღოთ და მოლოდინიც არ ჰქონდათ, რომ ამ დახმარებებს მიიღებდნენ, - ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი კი თვლის, რომ პანდემიის პერიოდში, საერთაშორისო დახმარებით მიღებული თანხები ძირითადად კორუფციულ გარიგებებში იხარჯება. მისივე თქმით, მთავრობამ დახმარების მესამედიც კი ვარ დააკმაყოფილა და მხოლოდ დახმარების ნაწილია ჩარიცხული. ბეჟაშვილი განმარტავს, რომ ამ თანხებს "ოცნების" კოორდინატორებისა და აგიტატორების დასაფინანსებლად გამოიყენებენ.
შეგახსენებთ, რომ სოციალური დახმარების მისაღებად განაცხადის შევსების ვადა გუშინ დასრულდა.