მედია: დროებით ოკუპირებული სიმფეროპოლის აეროპორტთან, რუსების სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებული სიმფეროპოლის აეროპორტის მახლობლად, მესაზღვრეების ყოფილ სასწავლო ბაზაზე აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია, "რადიო თავისუფლებაზე" დაყრნობით ავრცელებს. 

"გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, შესაძლებელია აფეთქების ადგილის გეოლოკაცია: ეს არის მესაზღვრეების ყოფილი სასწავლო-საწვრთნელი ბაზა ჯაბანაკის ნაკადის მიდამოში, სოფელ შკილნესთან, სიმფეროპოლიდან რამდენიმე კილომეტრში. აეროპორტთან", - ნათქვამია განცხადებაში

თავდაპირველად რუსული ტელეგრამის არხები წერდნენ სევასტოპოლში აფეთქებების ხმებზე, თუმცა "რადიო თავისუფლება" ამტკიცებს, რომ საუბარია სიმფეროპოლთან რუსეთის სასაზღვრო ჯარების ბაზაზე. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი