
აშშ მიგრანტების ნაკადის გაზრდის საფრთხის გამო, ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე უსაფრთხოების გასაძლიერებლად 1 500 სამხედროს გზავნის.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროები შეუერთდებიან იმ 2 500 გვარდიელს, რომლებიც მესაზღვრეებს უსაფრთხოების დაცვაში უკვე ეხმარებიან.
შეგახსენებთ, რომ 11 მაისს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შემოღებული რეგულაციის მოქმედების ვადა იწურება, რომელიც აშშ-ის მთავრობას არალეგალური მიგრანტების დაუყოვნებლივი დეპორტაციის უფლებას აძლევს.
აშშ-ის სასაზღვრო სამსახურში ვარაუდობენ, რომ 11 მაისის შემდეგ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას 10 000 მიგრანტი შეეცდება.