
რუსეთში, კრასნოდარის სოფელ ვოლნაში, ყირიმის ხიდთან ახლოს, ნავთობის საცავი იწვის. გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის განცხადებით, ხანძარს უმაღლესი სურთულის რანგი მიენიჭა.
წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი ან დაშავებულები არ ყოფილან. გუბერნატორი ამბობს, რომ სოფლის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
რამ გამოიწვია ხანძარი, გუბერნატორს არ დაუსახელებია.