ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 191 940 სამხედრო და 3 702 ტანკი დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 3 მაისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ 

ჯარისკაცი - დაახლოებით 191 940;
​ტანკი - 3 702;
ჯავშანტექნიკა - 7 199;
საარტილერიო სისტემა - 2 946;
სარაკეტო სისტემა - 544;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 300;
თვითმფრინავები - 308;
ვერტმფრენი - 294;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2 505;
საკრუიზო რაკეტები - 947;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 5 865;
გემი/ნავი/კატარღა - 18;
​ სპეციალური აღჭურვილობა - 363.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი