ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მხარს უჭერენ პლურალიზმს, გამოხატვის თავისუფლებასა და ხარისხიანი ინფორმაციის გავრცელებას.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრესის თავისუფლება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ძალიან მნიშვნელოვანია. მედია და ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ: გადამოწმებაში და ფაქტების გავრცელებაში, დებატებისთვის სივრცეების შექმნასა და იმ ადამიანების სათქმელის გაჟღერებაში, რომელთა ხმაც ნაკლებად ისმის.
"მედიის თავისუფლების დაცვა ყველას საზრუნავია, რადგან:
- თავისუფალი და პლურალისტური პრესა = მდგრადი დემოკრატია
- ინფორმაციაზე წვდომა = მყარი დემოკრატიის წინაპირობა
- პრესის თავისუფლება = მედია ააშკარავებს უსამართლობას, აკისრებს პასუხისმგებლობას გავლენიანებს, ებრძვის კორუფციას
- სამართლებრივი მუქარები და შეურაცხმყოფელი სამართალწარმოება მედიის წინააღმდეგ = საფრთხე ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კუთხით.
გამოხატვის თავისუფლების უფლება გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლში. გამოხატვის თავისუფლება ევროკავშირის ძირითადი ღირებულებაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ პლურალიზმს, გამოხატვის თავისუფლებასა და ხარისხიან ინფორმაციას ევროკავშირში, საქართველოსა და გლობალურად",- ნათქვამია განცხადებაში", - ნათქვამია განცხადებაში.