ბუნდესტაგის წევრმა მოითხოვა ნიკა გვარამიას მონახულება, რაზეც ხელისუფლებამ უარი უთხრა - სამადაშვილი

გამოქვეყნდა:

"ლელო საქართველოსთვის" დეპუტატი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ვიზიტით მყოფ გერმანიის ბუნდესტაგის წევრს "მთავარი არხის" დამფუძნებელთან საპატიმროში შეხვედრაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა.

მისი თქმით, გერმანელ კოლეგებში უარმა დიდი გაოცება გამოიწვია.

"სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ჩვენ ქვეყანაში, მათ შორის საერთაშორისო შეფასებებით, უკან მიდის ყველა მაჩვენებელი პრესის დამოუკიდებელ საქმიანობას რაც შეეხება, მათ შორის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ნიკა გვარამიას პატიმრობა. მე მინდა გიხრათ, რომ ბუნდესტაგის ერთ-ერთმა წევრმა მოითხოვა ნიკა გვარამიას მონახულება საპატიმროში და მას ხელისუფლებამ უარი უთხრა ამაზე, ამან გამოიწვია ძალიან დიდი გაოცება ჩვენი გერმანელი კოლეგების, ეს არის ხელისუფლება, რომელიც რეალურად მედიად თვლის მხოლოდ იმ ხალხს, ვინც მათი პროპაგანდის სამსახურში დგას", - თქვა სალომე სამადაშვილმა.

უცნობია რა მიზეზით უთხრეს უარი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს ნიკა გვარამიას მონახულებაზე.

ცნობისთვის, 2-5 მაისს საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია შეხვედრებს გამართავს. მთავრობის წარმომადგენლების გარდა, დელეგაციის წევრები შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი