გამოკითხულთა 35% ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 22%-ის აზრით, არ იცვლება - NDI

გამოქვეყნდა:

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის აზრი გაყოფილია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა:

  • 27% ამბობს, რომ სწორი მიმართულებით;
  • 22% ამბობს, რომ საერთოდ არ იცვლება;
  • 35% ამბობს, რომ არასწორი მიმართულებით;
  • 15% ამბობს, რომ არ იცის;
  • 2% უარს ამბობს პასუხზე.

NDI-ის ცნობით, ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით ყველაზე კრიტიკულად თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი, ხოლო მოსაზრება, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება ყველაზე მეტად სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირდა.

კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მა ჩაატარა. საველე სამუშაოები ჩატარდა 17-23 მარტის პერიოდში. ჩატარდა 1 032 დასრულებული ინტერვიუ (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% და ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი