გასულ წელთან შედარებით, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო დემოკრატიულია - NDI

გამოქვეყნდა:

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, გასულ წელთან შედარებით, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო დემოკრატიულია.

კითხვაზე - თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია? გამოკითხულთა:

  • 39% ამბობს რომ დიახ;
  • 42% ამბობს, რომ არა;
  • 17% ამბობს - არ ვიცი.

ორგანიზაციის ცნობით, მათი წილი ვინც საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად მიიჩნევს ყველაზე მეტად "ქართული ოცნების" მხარდამჭერებსა და თბილისის მოსახლეობას შორის გაიზარდა.

კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მა ჩაატარა. საველე სამუშაოები ჩატარდა 17-23 მარტის პერიოდში. ჩატარდა 1 032 დასრულებული ინტერვიუ (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% და ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი