პრემიერის საქმიანობას კარგად 30% აფასებს, პრეზიდენტისას 17%, პარლამენტისას 13% - NDI

გამოქვეყნდა:

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, პრეზიდენტისა და პრემიერის საქმიანობის შეფასება სტაბილურია, პარლამენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასება კი ოდნავ გაიზარდა.

კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის საქმიანობას:

  • 17% კარგად აფასებს;
  • 41% საშუალოდ;
  • 28% ცუდად;
  • 13% ამბობს რომ არ იცის;
  • 1% უარს ამბობს პასუხზე;

პრემიერის საქმიანობას:

  • 30% კარგად აფასებს;
  • 31% საშუალოდ;
  • 28% ცუდად;
  • 10% ამბობს, რომ არ იცის;
  • 1% უარი პასუხზე.

პარლამენტის საქმიანობას:

  • 13% კარგად აფასებს;
  • 40% საშუალოდ;
  • 37% ცუდად;
  • 9% ამბობს არ ვიცი;
  • 1% უარი პასუხზე.

NDI ამბობს, რომ პრეზიდენტის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ახალგაზრდებსა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორისაა, პრემიერის - სოფლის ტიპის დასახლებებში, 55+ ასაკის მოსახლეობასა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის. ხოლო პარლამენტისადმი დამოკიდებულება პარტიულ სიმპათიებთან არის კავშირში.

 

კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მა ჩაატარა. საველე სამუშაოები ჩატარდა 17-23 მარტის პერიოდში. ჩატარდა 1 032 დასრულებული ინტერვიუ (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% და ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი