NDI-ს კვლევით, ნატოს მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია. ამავე მონაცემებით, ნატოს მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალია ახალგაზრდებს შორის.
კითხვაზე - მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატოს წევრი? პასუხები ასე გადანაწილდა:
ამავე კვლევით, გამოკითხულთა უმრავლესობას რუსეთთან ახლო ურთიერთობას ევროპული და ევრო -ატლანტიკური ინტეგრაცია ურჩევნია
კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მა ჩაატარა. საველე სამუშაოები ჩატარდა 17-23 მარტის პერიოდში. ჩატარდა 1 032 დასრულებული ინტერვიუ (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% და ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით.