
NDI-ს კვლევით, გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ პარლამენტი თავის ფუნქციებს ეფექტურად ვერ ასრულებს. კითხვაზე - გთხოვთ მითხრათ, რამდენად ეთანხმებით, ან არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებებს?
პარლამენტი ეფექტურად უწევს ზედამხედველობას მთავრობის საქმიანობას:

ამავე კვლევით, ქართული ოცნების მხარდამჭერთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პარლამენტი მთავრობას ეფექტურად უწევს ზედამხედველობას; დანარჩენი მოსახლეობა ამ მოსაზრებას არ იზიარებს.

კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მა ჩაატარა. საველე სამუშაოები ჩატარდა 17-23 მარტის პერიოდში. ჩატარდა 1 032 დასრულებული ინტერვიუ (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% და ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით.