სერბეთის სკოლაში სროლისას 9 ადამიანი დაიღუპა- დაკავებულია 14 წლის მოსწავლე

გამოქვეყნდა:

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადის სკოლაში სროლის შედეგად სულ მცირე რვა მოსწავლე და დაცვის თანამშრომელი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ კიდევ ექვსი მოსწავლე და მასწავლებელი დაშავდა თავდასხმის შედეგად და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

პოლიციის ცნობით, რიბნიკარის სკოლაში დღეს დილით მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, პოლიციამ 14 წლის მოსწავლე დააკავა. ოფიციალური პირების თქმით, სავარაუდო ეჭვმიტანილმა მამის იარაღი გამოიყენა.

მომხდარის მოტივებზე გამოძიება მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი