
რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ ხერსონის ერთადერთ მოქმედ ჰიპერმარკეტს. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა . უკრაინის შს მინისტრის, იგორ კლიმენკოს ცნობით თავდასხმა დღეს დილით მოხდა.
"სამი დაღუპული, ხუთი დაშავებული ამ დროისთვის. ესენი არიან დაწესებულების თანამშრომლები და სტუმრები. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური. ისინი ხალხს ეხმარებიან", - წერს შს მინისტრი.
უკრაინის ცნობით, 2 მაისს, მტერმა ხერსონის რაიონი 106-ჯერ დაბომბა, თავად ქალაქ ხერსონზე კი 9-ჯერ მიიტანა იერიში.
ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, საკუთარი სახლის ეზოში დაიღუპა ერთი კაცი. ადგილზე ამ წუთებში სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ.