გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი ნიკა გვარამიასთან არ შეუშვეს

გამოქვეყნდა:

თბილისში ვიზიტად მყოფი ბუნდესტაგის "თავისუფალ დემოკრატთა პარტიის" წევრი თომას ჰაკერი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, საქართველოს ხელისუფლებამ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან, პოლიტპატიმარ ნიკა გვარამიასთან არ შეუშვა. 

თომას ჰაკერი დღეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის" მიერ გამართულ აქციას შეუერთდა. 

"როგორც განმიმარტეს, საქართველოში არსებული კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აძლევს უფლებას პატიმრის მონახულების, ამიტომ არ შემიშვეს ნიკა გვარამიას მოსანახულებლად. მე აქ ვარ, რომ გამოვხატო ნიკა გვარამიასა და თავისუფალი მედიის მიმართ მხარდაჭერა. ევროკავშირმა მხარი დაუჭირა და ღიად თქვა რეზოლუციით, რომ მისი პატიმრობა უნდა შეიცვალოს, რომ შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები" ,-  ამბობს თომას ჰაკერი, გერმანელი დეპუტატი. 

"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის" წევრები, სხვადასხვა პროფესიისა და სფეროს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, აქტივისტები დღეს კიდევ ერთხელ მიმართავენ პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეიწყალოს მედიამენეჯერი, რომლის პატიმრობაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციასა და დემოკრატიულ განვითარებას.

სწორედ ამ აქციას შეუერთდა დღეს საქართველოში მყოფი ბუნდესტაგის დელეგაციის წარმომადგენელი თომას ჰაკერი. 

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი