თავისუფლება ნიკა გვარამიას - პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია იწყება

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობა, თავდასხმები მედიაზე, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენები, დაუსჯელი მოძალადეები და ორგანიზატორები, ჟურნალისტების თვალთვალი და მოსმენები - კრიტიკული მედია და თავისუფალი სიტყვა "ქართული ოცნების" მთავარი სამიზნეა. ხელისუფლება მედიის წინააღმდეგ ყველაზე  მკაცრ რეპრესიებს იყენებს. ამას მოწმობს კვლევა, რომელსაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აქვეყნებს.

დღეს,  პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ისევ ციხეშია "მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, რომელიც "ოცნებამ" განსხვავებული აზრის გამო ციხეში აბსურდული ბრალდებით გამოიკეტა. 

"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის" წევრები, სხვადასხვა პროფესიისა და სფეროს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, აქტივისტები დღეს კიდევ ერთხელ მიმართავენ პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეიწყალოს მედიამენეჯერი, რომლის პატიმრობაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციასა და დემოკრატიულ განვითარებას.

ათონელის რეზიდენციასთან უკვე დაიწყო შეკრება ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით. ადგილზე იმყოფება გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, რომელსაც დღეს ნიკა გვარამიასთან შესვლის უფლება არ მისცეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი