რუსულ თავდასხმას ხერსონის ოლქში სამი ენერგეტიკოსი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

დღეს 3 მაისს, რუსეთის ჯარებმა ხერსონის ოლქზე იერიში მიიტანეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით, სტეპანივკა დაბომბეს.

თავდასხმას რეგიონული ენერგოკომპანიის სამი თანამშრომელი ემსხვერპლა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. ინფორმაციას ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს. 

"ნაშუადღევს რუსეთის არმიამ შეუტია სტეპანივკას. სამწუხაროდ, სამი ადამიანი დაიღუპა - ორი თავდასხმის ადგილზე და ერთი სასწრაფო დახმარების მანქანაში. დაღუპულები რეგიონული ელექტროკომპანიის თანამშრომლები არიან, რომლებიც სასწრაფო რემონტს ახორციელებდნენ.",- ვკითხულობთ განცხადებაში. 

ოკუპანტებმა ასევე ცეცხლი გაუხსნეს მიხაილივკას, ჰავრილივკასა და ტიახინკას. დაზიანდა ადგილობრივი მოსახლეობის სახლები. 

პროკუდინმა აღნიშნა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, შესამჩნევად გაიზარდა რუსეთის თავდასხმები რეგიონზე, განსაკუთრებით მართვადი საჰაერო ბომბებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი