
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას ბერლინს ეწვევა - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს და წერს, რომ ზელენსკი გერმანიაში ქვეყნის პრეზიდენტის მიწვევით, 13 მაისს ჩავა.
გერმანიის ძალოვანი უწყებები უკრაინის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტისთვის უკვე ემზადებიან.
14 მაისს ზელენსკის სამხედრო პატივით ოფიციალურად მიიღებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. ამის შემდეგ დაგეგმილია მოლაპარაკებები და პრესკონფერენცია. ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:00 საათზე ზელენსკი გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.