"პრესის თავისუფლების დღეს საქართველოს პრეზიდენტს ვთხოვთ, შეიწყალოს ნიკა გვარამია" - წერს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ტვიტერზე და აქვეყნებს წერილს, რომელსაც ხელს 19 ევროდეპუტატი აწერს.
საქართველო მეგობარი პოლიტიკოსების მიმართვაში წერია, რომ კრიტიკულმა მედიამ უნდა იარსებოს და არასოდეს გაჩუმდეს, რადგან მედია ცოცხალი დემოკრატიის აუცილებელი ელემენტია.
ევროპარლამენტარები სალომე ზურაბიშვილს პირდაპირ მიმართავენ და ნიკა გვარამიას შეწყალებას სთხოვენ.
მათივე შეფასებით, ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია! მიმართვაში დეტალურად წერია ნიკას დაკავებისა და სასამართლოს მიმდინარეობის შესახებ. ასევე საუბარია თორმეტ რეკომენდაციაზე, მედიის თავისუფლებაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მნიშვნელობაზე.