როდესაც ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი გყავთ ციხეში, როგორც პოლიტიკური პატიმრები, ეს საკმაოდ დიდი შემაფერხებელი ფაქტორია საქართველოს ევროპული გეზისთვის - აცხადებს რებეკა ჰარმსი, ყოფილი ევროპარლამენტარი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში", საქართველოში არსებულ მედიაგარემოსა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.
რებეკა ჰარმსი ამბობს, რომ დღეს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, კარგი დროა იმისათვის, რომ მოთხოვნილ იქნას ნიკა გვარამიას გათავისუფლება და რომ ამისთვის ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს პრეზიდენტმა. ჰარმსის თქმით, ზურაბიშვილმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს ევროპული გზა:
ჩემი აზრით, ძალიან კარგი დღეა, პრესის თავისუფლების დღე, როდესაც უნდა მოვითხოვოთ სამართლიანობა და ბატონი გვარამიას გათავისუფლება. ისიც კარგია, რომ საერთაშორისო დონეზე ნიკა გვარამიას საქმე სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, რადგანაც ეს არის პირველი ასეთი პოლიტიკური ხასიათის შემთხვევაა საქართველოში და ჩვენ როგორც მედიის თავისუფლებისთვის შექმნილი ორგანიზაციები, ვცდილობთ ვიმოქმედოთ საქართველოს პრეზიდენტზე, რომ მან იმოქმედოს მსგავსად როგორც ის იქცეოდა უცხოელი აგენტების კანონპროექტის შემთხვევაში, ასევე უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტები, რომ გაათავისუფლოს ნიკა იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს ევროპული გზა.
როდესაც ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი გყავთ ციხეში, როგორც პოლიტიკური პატიმრები, ეს საკმაოდ დიდი შემაფერხებელი ფაქტორია საქართველოს ევროპული გეზისთვის" ამბობს რებეკა ჰარმსი.
ყოფილი ევროდეპუტატი ხაზს უსვამს სამართლიანი სასამართლოს არსებობის მნიშვნელობასაც:
"საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის პლურალიზმი, პრესის თავისუფლება, საკვანძო საკითხია, ვერ მოხდება დემოკრატიული განვითარება, თუ არ იქნება პირველ რიგში უზრუნველყოფილი მედიის თავისუფლება და საქართველოს ამ მიმართულებით უჭირს. მე მახსოვს, როგორ იწყებოდა საქმე რუსთავი 2 -ის წინააღმდეგ და მაშინაც უკვე ჩნდებოდა ეჭვები, რომ სასამართლო სისტემა, მოსამართლეები დამოუკიდებლად მოქმედებდნენ. " ამბობს რებეკა ჰარმსი.