ნიკა გვარამია თვალსაჩინოდ პოლიტიკური პატიმარია - გერმანელი დეპუტატი

გამოქვეყნდა:

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, მარილუიზე ბეკის თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირისკენ სწრაფვა სურს, მან მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობა უნდა მისცეს იმკურნალოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და გაათავისუფლოს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია.

ამის შესახებ მარილიზე ბეკიმ "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.

"მთავარი შეკითხვაა, რა მიმართულებით წავა ეს ქვეყანა, რა კურსს აირჩევს - გადაწყვეტს, რომ ისევ ევროკავშირისკენ იაროს? და თუ ასეთ არჩევანს გააკეთებს, ეს ნიშნავს, რომ ძირითადი უფლებები უნდა იყოს დაცული, ისეთი როგორიც არის თავისუფალი მედია, კანონის უზენაესობა, ისეთი საზოგადოების არსებობა, რომელსაც საშუალება ექნება გამოთქვას თავისი პოზიცია და ისეთი საზოგადოება, რომელიც არ იქნება ავტორიტარული, რადგან ავტორიტარული რეჟიმები ევროკავშირში არ ხვდებიან.

ყველას მოგეხსენებათ, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატობის სტატუსი, ხოლო საქართველომ, მიუხედავად იმისა, რომ თავად ხალხს სურს ეს სტატუსი, სახელმწიფომ ეს სტატუსი ვერ მიიღო, მაგრამ სანაცვლოდ იყო 12-პუნქტიანი გეგმა და ოქტომბერსა და დეკემბერში ამის საფუძველზე მიიღება ახალი გადაწყვეტილება და ისეთ ადამიანის, როგორც ნიკა გვარამიაა, რომელიც თავისთავად და თვალსაჩინოდ პოლიტიკური პატიმარია, რადგან ადამიანი 3-წლიან პატიმრობაში არ ხვდება მანქანის არასწორი მოხმარებისთვის და ეს მდგომარეობა არაა ჰარმონიაში ევროკავშირისკენ აღებული კურსთან. თუკი ამ მთავრობას მართლაც სურს ევროკავშირისკენ სვლა, უმჯობესია აჩქარდნენ და ორივე შემთხვევაში, პირველი უნდა მიეცეს საშუალება ბატონ სააკაშვილს იმკურნალოს საქართველოს ფარგლებს გარეთ ერთი მიმართულება, მეორე მიმართულება ბატონი გვარამიას თავისუფლება", - თქვა მარილუიზე ბეკიმ. [სინქრონული თარგმანი]

როგორც ბეკიმ აღნიშნა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე არ არის დამოკიდებული, ვინაიდან ამისთვის მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა, მედიის თავისუფლება, ეკონომიკის გაუმჯობესება, თუმცა მისივე სიტყვებით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას სიმბოლური მნიშვნელობა ექნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი